• 2020-03-23

„აი ფი ემ კვლევები“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ საავიაციო სფეროს სარეკლამო სტატისტიკას.

2019 წელს საავიაციო სფეროში, რადიოში, სულ გავიდა 3 580 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟი 56 836 წამი, ინვესტიცია კი - 113 463 ლარი.

2019 წელს ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი განათავსა „თურქეთის ავიახაზებმა“ – 1756, მეორე ადგილს იკავებს „პეგასუსი“.

გრაფიკზე გამოსახულია 2019 წელს რადიოში გასული საავიაციო სფეროს წარმომადგენლების აქტივობა სარეკლამო რგოლების რაოდენობის მიხედვით.

 

ქრონომეტრაჟის პარამეტრში ყველაზე დიდი საეთერო დრო აითვისა „თურქეთის ავიახაზებმა“ – 27939 წამი, ამ პარამეტრში ბოლო ადგილს იკავებს „ფლაი დუბაი“ – 453 წამი.

გრაფიკზე ნაჩვენებია 2019 წელს რადიოში გასული საავიაციო სფეროს წარმომადგენლების აქტივობა ქრონომეტრაჟის მიხედვით.

 

ინვესტიციის პარამეტრში ლიდერობს „თურქეთის ავიახაზები“ – 62 726 ლარი, მეორე ადგილზეა „ყატარ ეარვეისი“ – 20 542 ლარი.

გრაფიკზე ნაჩვენებია 2019 წელს რადიოში გასული საავიაციო სფეროს წარმომადგენლების აქტივობა ინვესტიციის მიხედვით.