• 2017-02-06
2013-2016 წლების დინამიკა
 
"აიფიემ კვლევები" გთავაზობთ სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სარეკლამო აქტივობის მიმართულებით.
 
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მიკროსაფინანსო კომპანიების სფეროში, მოხდა სერიოზული ცვლილებები. 2014 წლიდან დაიწყო მიკროსაფინანსო სექტორის გამსხვილების პროცესი, 2016 წლის ბოლოს, მთავრობის ინიციატივით, ონლაინ სესხებს დაუწესდა გარკვეული რეგულაციები, რაც მოითხოვს მთელ რიგ ცვლილებებს კანონმდებლობაში.
 
ამ ფაქტორების მიუხედავად, სარეკლამო ბაზარზე, მიკროსაფინანსო კომპანიები მაინც ახერხებენ ოპერირებას.
 
2013 წლიდან 2016 წლის ბოლომდე ონლაინ სესხების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სარეკლამო აქტივობა ტელევიზიით აღმავალი ტრენდით ხასიათდება, რაც ერთის მხრივ, გამოწვეულია საფინანსო ორგანიზაციების რაოდენობის ფაქტიურად გაორმაგებით. მათ კარგად მოახერხეს სარეკლამო კამპანიების წარმოება და თითქმის ყველა სეგმენტზე გავიდნენ. პოტენციურ მომხმარებლებში საკმაოდ მაღალია მათი ცნობადობა, რაც მათი ეფექტური სარეკლამო კამპანიის შედეგია.
 
გრაფიკზე გამოსახულია ტელევიზიით განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სარეკლამო რგოლების რაოდენიბის დინამიკა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.
 
AcomoDo1 geo