• 2017-02-13
Wiagsawwhuttai1
 
არსებობს ბევრი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შეიძლება კარგი სახელისა თუ სლოგანის არსი ჩამოვაყალიბოთ, თუმცა პასუხი კითხვაზე არის ძალიან მარტივი: ის უნდა იყოს ადვილად დასამახსოვრებელი და სხარტი. სირთულეს ძირითადად ვხვდებით მაშინ, როდესაც მსგავსი სახელისა თუ სლოგანის მოფიქრებას და ჩვენი კომპანიისათვის მორგებას ვცდილობთ. აი როდის გვახსენდება უამრავი კრიტერიუმი და როდის აღარ მოგვიდის თავში კრეატული და საინტერესო აზრები. მიღებულია აზრი იმის შესახებ რომ იდეა თავისით მოდის... მართლა? და როდესაც არ მოდის? არსებობს სიტუაციები, რომლის მეშვეობითაც შეიძლება იდეების გენერირება, თუმცა ასეთ დროს საჭიროა სწორად შეარჩიო ადამიანები ვისაც იდეა მოუვათ, ადგილი, დრო და შესაბამისი სავარჯიშოები. ხდება ხოლმე ისეც რომ იდეების გასავარჯიშებლად ჩატარებული სამუშაოები სულაც არ რჩება კრეატივ ჯგუფის შავ მასალად. ეს ის სავარჯიშოებია, რომლის მეშვეობითაც აკავშირებ ისეთ ობიექტებს თუ სუბიექტებს, რომელთა შორისაც ერთი შეხედვით ლოგიკური თუ რაიმე სახის სხვა კავშირი არ უნდა არსებობდეს: როგორიცაა მაგალითად
მამაკაცი და ყავა • პელე • სიგარეტი • გემრიელია და მწარე • ორივეს მორევა უნდა • ორივეს დატკბობა ჭირდება • ორივე ცხელია • ბოლომდე არ თავდება (ნალექი რჩება) • ორივე სულ გინდა • ორივეზე მკითხაობა შეიძლება საათი და სიყვარული • ისარი • ლოდინი • ორივე გადის • ფეთქავს • ორივე გაღვიძებს • ორივეში არის მთავარი და დამოკიდებული • ორივეს თან დაატარებ • ორივეს ელოდები • უსასრულოა • ორივეს დაქოქვა ჭირდება
 
ასეთი და სხვა მსგავსი სავარჯიშოებით იხსნება იდეები...