• 2022-03-24

2022 წლიდან მედიაში ფარმაცევტული ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. პრემიერ მინისტრის მიერ დაანონსებული, თურქული ბაზრიდან მედიკამენტების იაფად შემოტანის თემა ნამდვილად იმსახურებს როგორც რეზონანსული, ასევე მნიშნელოვანი თემის სტატუსს. 2022 წლის გასული პერიოდის განმავლობაში, აღნიშნული თემა სულ 900-ზე მეტ სტატიასა და სიუჟეტში გაჟღერდა ქართულ მედიაში. თემის გაშუქების სიხშირე მედიებს შორის ასე გადანაწილდა.

თემის ფარგლებში გაჟღერებულ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ლიდერობს პსპ. დანარჩენი ფარმაცევტული კომპანიების მედია აქტივობა, ზემოთ აღნიშნული თემის ფარგლებში, გამოსახულია გრაფიკზე.

კომპანიები საკმაოდ მალე გამოეხმაურნენ პრემიერის ინიციატივას, ავერსმა და პე-ეს-პე-მ დააანონსეს, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები თურქულ მხარესთან, ხოლო ფარმადეპო და ჯიპისი ირწმუნებოდნენ, რომ მათ ქსელში აუცილებლად იქნებოდა შესაძლებელი თურქეთიდან იმპორტირებული იაფი მედიკამენტების შეძენა. როგორც მედია იუწყება, ფარმადეპო არის პირველი კომპანია, რომელმაც მოკლე დროში მოახდინა თურქული მედიკამენტების შემოტანა და შეთავაზება მოქალაქეებისთვის. არანაკლებ სწრაფად მოახერხა პე-ეს-პე-მ მომხმარებლისთვის იმპორტირებული მედიკამენტების ახალ ფასად შეთავაზება.