• 2022-04-01

საერთაშორისო კვლევა Gallup World Poll 2021-ის ფარგლებში საქართველო (გელაპის პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოში „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუს“) გელაპის მხრიდან სამი ნომინაციიდან წარდგენილი იყო ორ ნომინაციაზე: ველის მენეჯმენტის საუკეთესოდ შესრულებასა (Field Management Excellence Award) და გამორჩეულ პარტნიორობაზე (Outstanding Partnership Award).
პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო დაჯილდოვდა ველის მენეჯმენტის საუკეთესოდ შესრულების ჯილდოთი (Field Management Excellence Award). საქართველოს გარდა, ამ ჯილდოზე ნომინირებული სხვა ქვეყნები იყვნენ: მოლდოვა, ლიეტუვა, ესტონეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.