• 2022-05-26

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ტელევიზიაში საკონდიტრო კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას. 2021 წელს საკონდიტრო სფეროს წარმომადგენლებმა ტელევიზიაში განათავსეს 84 779 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟმა შეადგინა 1 607 034 წამი, ხოლო გაწეულმა
ინვესტიციამ 110 630 007 ლარი.
აღნიშნულ პერიოდში მონიტორინგის მონაცემების მიხედვით სარეკლამო რგოლების გასვლის რაოდენობით ლიდერობს „მონდელეზი“ - 31 268 რგოლით , მეორე პოზიციას იკავებს „ფერერო“ - 19 470.
გრაფიკზე წარმოდგენილია 2021 წელს საკონდიტრო სფეროს წარმომადგენლების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამოს რგოლების რაოდენობა.

ქრონომეტრაჟის პარამეტრშიც ლიდერობს „მონდელეზი“, რომელმაც მოცემულ პერიოდში ტელევიზიაში 440 606 წამის სარეკლამო რგოლი განათავსა. მეორე
პოზიციაზეა „ფერერო“ – 428 099 წამი.
გრაფიკზე წარმოდგენილია 2021 წელს საკონდიტრო სფეროს წარმომადგენლების მიერ ტელევიზიაში გასული სარეკლამო რგოლების ქრონომეტრაჟი.

2021 წელს ტელევიზიაში საკონდიტრო სფეროს წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე (კომერციული და სასპონსორო) ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით
სულ დახარჯეს 110 630 007 ლარი.

აქედან ყველაზე დიდი ინვესტიცია „მონდელეზმა“ განახორციელა - 28 996 862, მეორე ადგილს „ფერერო“ იკავებს - 32 201 574.
გრაფიკზე წარმოდგენილია საკონდიტრო კომპანიების მიერ ტელევიზიაში გაწეული დანახარჯები 2021 წელს.