• 2022-06-20

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ საავტომობილო ბაზრის სარეკლამო სტატისტიკას. 2021 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 3 154 სარეკლამო რგოლი განათავსეს. სატელევიზიო გასვლებით პირველ პოზიციას „ჰიუნდაი“ იკავებს - 2027 რგოლი.
სურათზე ნაჩვენებია 2021 წელს საავტომობილო ბაზრის წარმონადგენლების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

2021 წელს ტელევიზიაში აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 3 715 572 ლარი. აქედან ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა „ჰიუნდაიმ“, კომპანიის დანახარჯი მოცემულ პერიოდში შეადგენს - 3 320 042 ლარს. გრაფიკზე წარმოდგენილია საავტომობილო სფეროს წარმომადგენლების მიერ სატელევიზიო რეკლამაში გაწეული ხარჯები 2021 წელს.