• 2022-07-12

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ საგანმანათლებლო სექტორის სარეკლამო სტატისტიკას. 2021 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 7 760 სარეკლამო რგოლი განათავსეს, ქრონომეტრაჟმა შეადგინა 119 269 წამი. სატელევიზიო გასვლებით პირველ პოზიციას „საქართველოს უნივერსიტეტი“ იკავებს - 4309 რგოლი. სურათზე ნაჩვენებია 2021 წელს განათლების სფეროს წარმონადგენლების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

 

2021 წელს ტელევიზიაში აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 1 324 063 ლარი. აქედან ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა „საბაუნიმ“, კომპანიის დანახარჯი მოცემულ პერიოდში შეადგენს - 737 894 ლარს. გრაფიკზე წარმოდგენილია განალების სფეროს წარმომადგენლების მიერ სატელევიზიო რეკლამაში გაწეული ხარჯები 2021 წელს.