• 2022-08-24

ტელევიზიით 2022 წლის პირველ კვარტალში გამაგრილებელი სასმელები სექტორში სულ განთავსდა 33 563 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრმა შეადგინა 574233 წამი. მათი განთავსება ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით კომპანიებს დაუჯდათ 34 305 520 ლარი.
განვიხილოთ გამაგრილებელი სასმელების კატეგორიაში რა პოზიციები აქვთ კომპანიებს. 2021 წლის პირველ კვარტალში ტელევიზიით გასულ რეკლამებში გამაგრილებელ სასმელების კატეგორიაში ლიდერობს „კოკა-კოლა“ – 16 543 რგოლით. გრაფიკზე ნაჩვენებია სარეკლამო რგოლების რაოდენობა, გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიების კატეგორიაში.

გამაგრილებელი სასმელების კატეგორიაში, ქრონომეტრაჟის პარამეტრში ასევე ლიდერობს კომპანია „კოკა-კოლა“ 288611 წამით.
გრაფიკზე ნაჩვენებია სარეკლამო რგოლების ქრონომეტრაჟი გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიების კატეგორიაში.

ყველაზე მნიშვნელოვან, ინვესტიციის პარამეტრშიც ლიდერი კომპანია არის „კოკა-კოლა“, რომლის დანახარჯმა პირველ კვარტალში ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით შეადგინა 18 407 610 ლარი.
გრაფიკზე ნაჩვენებია გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან გაკეთებული ინვესტიცია 2022 წლის პირველ კვარტალში.