• 2022-11-17

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ რძის პროდუქტების სარეკლამო სტატისტიკას.
2022 წლის მესამე კვარტალში რძის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიებმა ტელევიზიაში განათავსეს 19 094 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟმა შეადგინა 261 619 წამი, გაწეულმა ინვესტიციამ კი - 14 221 151 ლარი.

მოცემულ პერიოდში ყველაზე მეტი რეკლამა განათავსა „აკტმამ“ – 7295, მეორე ადგილს იკავებს „სანტე“ 5023 რგოლით. სურათზე ნაჩვენებია 2022 წლის მესამე კვარტალში რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა ბრენდების მიხედვით.

აღნიშნულ პერიოდში რძის პროდუქტების წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 14 221 151 ლარი. აქედან ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა „აკტმამ“, კომპანიის დანახარჯი მოცემულ პერიოდში შეადგენს - 6 597 972 ლარს. გრაფიკზე წარმოდგენილია რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების მიერ სატელევიზიო რეკლამაში გაწეული ხარჯები 2022 წლის მესამე კვარტალში.