• 2022-12-01

„აი ფი ემ“ აგრძელებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ მედიკამენტების სარეკლამო სტატისტიკას. 2022 წლის მესამე კვარტალში ტელევიზიაში გავიდა მედიკამენტების 36 158 სარეკლამო რგოლი, გაწეულმა ინვესტიციამ შეადგინა 32 616 625 ლარი. მოცემულ პერიოდში მედიკამენტების სექტორში ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი Nurofen-ს ჰქონდა - 3671, მეორე პოზიციას იკავებს Detralex – 3586, უკანასკნელ ადგილს კი იკავებს Guttalax - 1222. გრაფიკზე წარმოდგენილია ტოპ 10 მედიკამენტი სარეკლამო რგოლების რაოდენობის მიხედვით 2022 წლის მესამე კვარტალში.

2022 წლის მესამე კვარტალში ტელევიზიაში მედიკამენტების სარეკლამო რგოლებზე გაწეულმა დანახარჯმა 32 616 625 ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი ინვესტიცია Nurofen-ზე დაიხარჯა - 5 248 377 ლარი, მეორე პოზიციაზეა NO- SHPA 4 146 717 ლარი. გრაფიკზე ნაჩვენებია ტოპ 10 მედიკამენტი სატელევიზიო რეკლამაში გაწეული ინვესტიციის მიხედვით.