• 2023-02-01

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ წვენების კატეგორიის სარეკლამო სტატისტიკას.
2022 წელს ნატურალური წვენების წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 17 697 სარეკლამო რგოლი განათავსეს. ყველაზე მეტი რგოლი „კაპის“ ეკუთვნის - 10 642 , მეორე
ადგილზეა „სანდორა“ – 5 686. სურათზე ნაჩვენებია 2022 წელს წვენების სფეროს წარმომადგენლების სარეკლამო რგოლების რაოდენობა ტელევიზიაში.

„კაპიმ“ ყველაზე მეტი რეკლამა მიუზიკ ბოქსზე განათავსა - 3 357, „სანდორამ“ მაესტროზე - 1 677, „ჩერომ“ ჯიდიესზე - 608, „ბრავომ“ ტელეკომპანია მთავარზე - 39 რგოლი.
გრაფიკზე ნაჩვენებია 2022 წელს აღნიშნული სფეროს წარმომადგენლების მიერ კონკრეტულ ტელევიზიებში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

2022 წელს ტელევიზიაში ყველაზე დიდი ინვესტიცია კაპის წვენების რეკლამირებაზე დაიხარჯა - 13 354 730 ლარი.
გრაფიკზე ნაჩვენებია 2022 წელს წვენების სფეროს წარმომადგენლების მიერ ტელევიზიაში გაწეული ინვესტიცია.