• 2017-04-24
მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგია არსებობს. რელიგიის აღქმა ძალიან ინდივიდუალურია, ამიტომ აზრთა სხვადასხვაობასაც ხშირად ვაწყდებით. ზოგი ერი ნაკლებად რელიგიურია, ზოგი კი პირიქით სრულიად რელიგიაზეა ორიენტირებული. IPM-ის გუნდმა გადაწყვიტა გამოეკვლია თუ რამდენად მნიშვნელოვანია რელიგია საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. თითოეულ ქვეყანაში გამოიკითხა 700 ადამიანი პირისპირი ინტერვიუს მეშვეობით.
 
აღმოჩნდა, რომ საქართველოში გამოკითხულთა 84 პროცენტისთვის რელიგია ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სომხეთში შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვხვდება - 77%, ხოლო აზერბაიჯანში ბევრად დაბალი მაჩვენებელია ვიდრე სომხეთსა და საქართველოში - 35% (იხ. გრაფიკი). GTMRCIR1 geo
სომხეთსა და აზერბაიჯანში ასაკთან ერთად იზრდება რელიგიის მნიშვნელოვნება, საქართველოში კი ყველა ასაკობრივ კაეგორიაში ერთნაირი მონაცემები გვხვდება. აზერბაიჯანში, IPM-ის მონაცემების თანახმად, რაც უფრო მაღალია ადამიანის სოციალური სტატუსი და ფინანსური მდგომარება, მით უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ის რელიგიას, საქართველოში პირიქითაა ხოლო სომხეთში ფინანსურ მდგომარეობას არანაირი კავშირი არ აქვს რელიგიის მნიშვნელოვნებასთან.