• 2017-05-29
Ayihmtpsidcot1
ყავას უკვე მეტს სვამენ, ვიდრე ჩაის...
 
65 წლის კაცს 117 დღე აქვს გატარებული ყავის სმაში. ამავე ასაკის ქალს კი, – 237 დღე, ანუ 2–ჯერ მეტი დრო ვიდრე კაცს.
 
თუ ერთმანეთს შევადარებთ ყავის და ჩაის სმის ინტენსივობას საქართველოს მოსახლეობაში, ნათელია, რომ ყავას უფრო ხშირად სვამენ, ვიდრე ჩაის. კერძოდ კი ყავას ადამიანი ყოველდღე სვამს, ჩაის კი კვირაში მხოლოდ ექვსი დღის განმავლობაში. ამავე დროს, ასაკის მატებასთან ერთად, ქალებიც და კაცებიც უფრო მეტად სვამენ ყავასაც და ჩაისაც. უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგადად ყველა ასაკში მანდილოსნები უფრო მეტ ყავას და ჩაის სვამენ ვიდრე მამაკაცები.
 
რატომ სვამენ ამდენ ყავას საქრთვლოში? – თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში 2 ჯერ მეტ დროს ატარებენ ძილში ვიდრე მუშაობაში, ე.ი. ყავის პირველადი დანიშნულება ჩვენთან ცხოვრებისთვის ფხიზელი თვალით ყურება და მაღალი შრომითი ეფექტურობა არ ყოფილა.
 
და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჯერჯერობით ჩაიზე ვერავინ მკითხაობს, ვივარაუდოთ, რომ ყავა ყოველდღე ისმევა მომავალი დღის პროგნოზის გასაგებად.
 
მოსახლეობის 29,2% საერთოდ არ სვამს ყავას. მოსახლეობის 27,6% საერთოდ არ სვამს ჩაის (მონაცემები აღებულია მათგან ვინც ჩაის სვამს).
 
ქალები უფრო ხშირად სვამენ ჩაის, ვიდრე მამაკაცები: 65 წლის ქალს ჩაის სმაში გატარებული აქვს 208 დღე, ხოლო კაცს – 162 დღე.