• 2017-06-05
სატელევიზიო მიმოხილვა
 
წლის პირველი კვარტალი ყველა კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია, თუ როგორ დაიწყებს კომპანია ოპერირებას ბაზარზე, რა სიახლეებით წარსდგება მომხმარებლის წინაშე, რას შესთავაზებს და როგორ მიაწვდის ამ ყველაფერს საზოგადოებას, რაშიც სარეკლამო კამპანიის დაგეგმვის როლი ძალიან დიდია. წლის პირველი კვარტალი კი სწორედ ის პერიოდია, როცა კომპანიები იწყებენ შედეგების ანალიზს და ხარვეზების აღმოფხვრას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
 
"აიფიემ კვლევები" წარმოგიდგენთ, სატელევიზიო სივრეში, 2017 წლის პირველი კვარტლის, რეკლამის ტოპ 10 განმთავსებელს. ამ მხრივ, კომპანია "პროქტერ&გემბელი" - 8 927 კომერციული და სასპონსორო რგოლით, კომპანია "პსპ" - 7 707 რგოლით და კომპანია "ნესტლე" - 4 802 რგოლით აქტიურობენ.
 
გრაფიკზე გამოსახულია, ტელევიზიაში ტოპ 10 რეკლამის განმთავსებელი კომპანია.
 
Taco171 geo
 
ასევე საინტერესოა ლიდერ კომპანიების წილები მთლიან სარეკლამო ბაზართან, რა წილი უჭირავთ მათ სარეკლამო ბადეში.
 
გრაფიკზე ასახულია, ტელევიზიის ტოპ 10 ლიდერი კომპანიის წილობრივი გადანაწილება, მთლიანად 2017 წლის პირველ კვარტალში ტელევიზიით გასულ რეკლამებთან მიმართებაში.
 
Taco172 geo