• 2017-06-13
2016 წელი
 
რადიო სადგურებში რეკლამის განთავსება, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, სულ უფრო მიმზიდველი ხდება. მთავარი ფაქტორი კი პოტენციურ მომხმარებლამდე მარტივი საკომუნიკაციო საშუალებაა, რადგან რადიოს უსმენენ მანქანაში, სახლში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მობილურ ტელეფონში თუ ინტერნეტში, რადიო ყველგან არის. მას უსმენს თითქმის ყველა კატეგორიის მსმენელი, მისი სეგმენტი მრავალფეროვანია და მისი მოსმენა ყველგან და ყოველთვის არის შესაძლებელი, სამსახურში, მგზავრობისას, გართობის თუ ვარჯიშის დროს. ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რეკლამის ღირებულებაც, რადგან რადიო გაცილებით დაბალბიუჯეტიანია, ვიდრე ტელევიზია.
 
კომპანია "აიფიემ კვლევები" 2016 წლის დასაწყისიდან რეკლამის მონიტორინგს უწევდა 7 რადიო სადგურს, წლის განმავლობაში მონიტორინგს დაემატა 2 რადიო სადგური. გთავაზობთ, რადიო სადგურების რეკლამის მონიტორინგის შედეგებს, რომელიც განხორციელდა ქვემოთ ჩამოთვლილ რადიო სადგურებზე:
 
  • რადიო პალიტრა
  • რადიო იმედი
  • ფორტუნა
  • ფორტუნა+
  • არ დაიდარდო
  • ავტორადიო
  • კომერსანტი
  • რადიო მაესტრო
  • აფხაზეთის ხმა
 
ვნახოთ, წლის განმავლობაში, რომელ რადიოზე მოდის ყველაზე მეტი წილი რეკლამის რაოდენობის ჭრილში. მონიტორინგის ფარგლებში, 2016 წლის მანძილზე, რადიო სადგურებში განთავსდა 1 181 362 რგოლი, აქედან ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი გავიდა "რადიო იმედზე" - 217 549, მეორე ადგილზეა "რადიო არ დაიდარდო" - 206 959 რგოლით, მესამე ადგილს კი იკავებს "რადიო ფორტუნა" 183 998 სარეკლამო რგოლით.
 
გრაფიკზე წარმოდგენილია, 2016 წლის განმავლობაში, მონიტორინგში შემავალი რადიო სადგურების სარეკლამო რგოლების გასვლის წილი, სასპონსორო და კომერციული რგოლები.
 
RMS161 geo
 
რაც შეეხება კომერციული რეკლამის რაოდენობას, ამ ჭრილში სამეული ასე გადანაწილდა, 178 622 რგოლით - "რადიო არ დაიდარდო", 153 312 რგოლით - "რადიო იმედი' და რადიო ფორტუნა 138490 სარეკლამო რგოლით.
 
კომერციული რეკლამის წილი შემდეგნაირად გადანაწილდა.
 
RMS162 geo
 
"აიფიემ კვლევები" დანახარჯების მონიტორინგს ახორციელებს ოფიციალური ფასის მიხედვით, რის შედეგადაც სარეკლამო კამპანიის დანახარჯების შეფასება ხდება მხოლოდ კომერციული ტიპის რეკლამის ნაწილში. ოფიციალური ინვესტიციის მიხედვით, რადიო სადგურები გადანაწილდნენ შემდეგი თანმიმდევრობით:
 
პირველ ადგილზეა "რადიო არ დაიდარდო" - 2 744 565 აშშ დოლარით, რაც ლოგიკურია, რადგან ყველაზე მეტი კომერციული სარეკლამო რგოლი აქვს გაშვებული. შემდეგ მოდის "რადიო ფორტუნა" - 2 376 387 აშშ დოლარით, მესამე ადგილზეა "რადიო მაესტრო" - 1 856 599 აშშ დოლარით. საინტერესო სტატისტიკას ვღებულობთ "რადიო იმედის" შემთხვევაში, კერძოდ თუ "რადიო იმედი" კომერციული სარეკლამო რგოლების რაოდენობით მეორე ადგილზეა, ოფიციალური ფასის მიხედვით, მეხუთე ადგილზე - 1 570 707 აშშ დოლარით.
 
გრაფიკზე წარმოდგენილია, მონიტორინგში შემავალი რადიო სადგურების სარეკლამო რგოლების ინვესტიცია, ოფიციალური ფასის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში.
 
RMS163 geo