top of page

კვლევის ინსტრუმენტები

კვლევის მოდელები და ინდექსები არის ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება მონაცემთა ანალიზისა და შეფასებისთვის უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს მოდელები და ინდექსები უზრუნველყოფენ მონაცემთა რთული კომპლექტების გაგებას  და დაგეხმარებათ ტენდენციებისა და შაბლონების იდენტიფიცირებაში. ხშირად გამოყენებული კვლევის მოდელებისა და ინდექსების შესაბამისად, IPM MIC-მა შეიმუშავა ადგილობრივი ბაზრისათვის ოპტიმიზირებული საკუთარი ინსტრუმენტები.

  მომხმარებელთა         

  შენარჩუნების ინდექსი

ახალი კლიენტების მოზიდვა ბევრად უფრო რთული და ძვირია, ვიდრე არსებულის შენარჩუნება. როდესაც კლიენტები ფიქრობენ, რომ თქვენს კომპანიასთან თანამშრომლობა არის უპირატესობა, განასხვავებს თქვენს კომპანიას ყველა სხვა "კარგი" კომპანიისგან, ეს კლიენტები უფრო ლოიალურები, ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ფასებზე და მზაობა აქვთ გაუწიონ რეკომენდაცია თქვენს კომპანიას მეგობრებსა და კოლეგებში.

CSI

მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსი (CSI)  ზომავს რამდენად კმაყოფილი არიან მომხმარებლები ორგანიზაციით ან კონკრეტული პროდუქტით ან სერვისით. მისი განმსაზღვრელი მახასიათებელი და სარგებელი არის მისი ჰოლისტიკური, ინტეგრაციული ბუნება. ეს ნიშნავს, რომ CSI არ ზომავს მხოლოდ საერთო კმაყოფილებას, არამედ ასევე გაცნობთ თქვენი ბიზნეს შეთავაზების რომელი ასპექტებია საჭიროებებზე მორგებული, რომელია გადამეტებული ან წარუმატებელი. CSI არის გადამწყვეტი საზომი ინდექსი, რომელიც პერიოდულად უნდა შემოწმდეს, რადგან მომხმარებელთა  უგულებელყოფამ, საჭიროებების ვერ დააკმაყოფილებამ ან გადაჭარბებამ  შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენი ბიზნესის შემოსავლებზე, მომგებიანობაზე და ბრენდის კაპიტალზე.

რეკლამის შეფასება

რეკლამის შეფასება მოიცავს თვისებრივ და რაოდენობრივ საკომუნიკაციო პრე-ტესტს ყველა ტიპის მედიისთვის. ის აერთიანებს შემოქმედებითი განვითარების მძლავრ ინსტრუმენტებს, რათა შეფასდეს რეკლამის ეფექტურობა და აჩვენოს, თუ როგორ შეიძლება მისი ოპტიმიზაცია. რეკლამის შეფასება მოიცავს გადაწყვეტილებების კომპლექტს, რომელიც მორგებულია განვითარების პროცესის თითოეულ ეტაპზე, იქნება ეს კონცეფციის დონე, ანიმაციური თუ სრულად განვითარებული შემოქმედებითი სამუშაო.

კონვერტაციის მოდელი

კონვერტაციის მოდელი გეტყვით, რამდენი ადამიანია ერთგული ბრენდის მიმართ, რამდენია  რისკის ქვეშ და რამდენ არამომხმარებელს შეიძენთ. ის გაძლევთ მონაცემებს იმის შესახებ, თუ ვინ არიან ეს ადამიანები და რა უბიძგებთ მათ აგირჩიონ, ასევე  რომელ კონკურენტებს ირჩევენ  და საიდან შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი მომხმარებლები. მთელი ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას ბაზარზე ბრენდების სიძლიერის დასადგენად და თქვენი კონკურენტების სუსტი წერტილის გამოსავლენად. შესაბამისად, კონვერტაციის მოდელი თამაშობს უდიდეს როლს მოხმარებლის შენარჩუნებისა და მოზიდვის  სტრატეგიების ფორმულირებაში.

საჭიროებათა არეალი

განსაზღვრავს, იგებს და ზომავს ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებს; თქვენი ბრენდის ოპტიმალურ პოზიციონირებას, შესაძლებლობების მაქსიმალიზაციის  მიზნით; აფასებს და ამოწმებს არსებული და განახლებული ბრენდის პოზიციონირებას, მიღწევებს და შენარჩუნების გზებს; 

ფასის ელასტიურობა

ფასის  ელასტიურობა (PED) ზომავს ფასის ცვლილების შედეგად, მომხმარებელთა მიერ მოთხოვნილი რაოდენობის პროდუქციის პროცენტულ ცვლილებას. ფასების ელასტიურობა ეხმარება ბიზნესს გააცნობიეროს, თუ როგორ მოქმედებს ეს გაყიდვებზე და სტრატეგიაზე. გამოკითხვაზე დაფუძნებული მიდგომები გამოიყენება ახალი პროდუქტის ფასწარმოებისთვის ან პროდუქტის ან ბრენდის რეპოზიციონირების ამოცანის დროს.

რას ამბობენ ჩვენი კლიენტები

Gallup logo

ნელი ესიპოვა, რეგიონალური დირექტორი

"იოლი არ არის მარკეტინგული კვლევის კომპანიების პოვნა, გამოცდილი და ენერგიული თანამშრომლებით ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონში. IPM-ის პერსონალი დებს გულს საქმეში და თავის მაქსიმუმს, რაც ეხმარება ჩემს კომპანიას. ყოველ ჯერზე ვსტუმრობ ქვეყნებს, რომლებიც აგროვებენ მონაცემებს Gallup-ისთვის. თანამშრომლები  აჩვენებენ საოცარ  მხარდაჭერას   რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ჩატარებაში.
bottom of page