• 2022-07-12

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ კომუნიკაციის სექტორის სარეკლამო სტატისტიკას. 2021 წელს აღნიშნული სექტორის სამმა უმსხვილესმა წარმომადგენელმა - მაგთიმ;სილქნეტმა; და ვიონ საქართველომ(ბილაინი) ტელევიზიაში სულ 19 782 სარეკლამო რგოლი განათავსეს, ქრონომეტრაჟმა შეადგინა 616 760 წამი, გაწეულმა დანახარჯებმა კი - 47 698 897 ლარი. სატელევიზიო გასვლებით პირველ პოზიციას „ბილაინი“ იკავებს - 9061 რგოლი. სურათზე ნაჩვენებია 2021 წელს კომუნიკაციის სექტორის წარმონადგენლების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

 

2021 წელს ტელევიზიაში აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 47 698 897 ლარი. აქედან ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა „სილქნეთმა“, კომპანიის დანახარჯი მოცემულ პერიოდში შეადგენს - 23 058 812 ლარს. გრაფიკზე წარმოდგენილია კომუნიკაციის სფეროს წარმომადგენლების მიერ სატელევიზიო რეკლამაში გაწეული ხარჯები 2021 წელს.