კომპანია „აიფიემი“  1995 წელს შეიქმნა და წლების განმავლობაში საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტებთან და უმსხვილეს კორპორაციებთან მუშაობის პროცესში საქართველოში, ყველაზე მსხვილ სამარკეტინგო საკონსულტაციო კომპანიად გარდაიქმნა. 

დღეს აიფიემი”-ს ორგანიზაციათა ჯგუფი არა მხოლოდ სრული სერვისის კვლევით კომპანიას ფლობს, არამედ, ამზადებს  სამარკეტინგო,  სოციალურ და პოლიტიკურ კვლევებს, სამარკეტინგო და საკომუნიკაციო სტრატეგიებს, საველე სამუშაოებს, წარმატებით ახორციელებს საზოგადოებრივი ურთიერთობების პროექტებს, ატარებს ბიზნეს ტრენინგებს, ახორციელებს მედიის და რეკლამის კვლევევის სრულ სპექტრს. დღესდღეობით აიფიემი იყენებს საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების ტექნოლოგიებს  სამომხმარებლო კვლევებისა და კონსულტაციების სფეროებში.

 2005 წლის 18 ნოემბერს აიფიემს მიენიჭა Quality Management System სერთიფიკატი, რაც იმის მაჩვენებელია, რომ აიფიემმა გაიარა ხარისხის კონტროლის შესაბამისი პროცედურები, რომლებიც აღიარებულია სერთიფიცირების ასოციაციის მიერ და სრულიად შეესაბამება  ISO 9001:2000–ს სტანდარტს.

დღესდღეობით აიფიემი პარტნიორობს 200-ზე მეტ ლოკალურ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან სხვადასხვა მიმართულებით.კომპანიის საქართველოს ოფისში დასაქმებულია 100 სრული შტატის თანამშრომელი, კვლევის მენეჯერები, მედიისა და რეკლამის მონიტორინგის, მენეჯერები, რეკრუტირების, საველე, მონაცემთა და სტანდარტიზირებული პროექტის მენეჯერები, 260 ინტერვიუერი საქართველოს 10 რეგიონულ ოფისში, აგრეთვე გარე რეკლამისა და სავაჭრო წერტილების კვლევის მენეჯერები. აიფიემი ფლობს სპეციალურად მოწყობილ სივრცეს ჯგუფური დისკუსიებისათვის და ფოკუსური ჯგუფებისთვის. ასევე, რაოდენობრივი კვლევის, თვისობრივი კვლევის, მისტრიური კვლევის, საკაბინეტო და B2B კვლევის, სავაჭრო წერტილების კვლევის, მედიისა და რეკლამის მონიტორინგის კვლევის, სარეიტინგო პროექტების, სტანდარტიზირებული კვლევის, მონაცემთა ანალიზის და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტებს.
კომპანია ახორციელებს საკოორდინაციო სამუშაოებს სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ბელორუსიაში და სხვა ქვეყნებში.