„მიიღეთ სწრაფად და მარტივად იმდენი სამარკეტინგო ინფორმაცია, რამდენიც გჭირდებათ“!
„აიფიემ კვლევები“ რეკლამის მონიტორინგის პროდუქტით საქართველოს ბაზარს 2008 წლიდან ამარაგებს და მუდმივად სიახლეებს სთავაზობს თავის ერთგულ და ლოიალურ პარტნიორებს.რეკლამის მონიტორინგის დეპარტამენტმა განავითარა უნიკალური და მოქნილი ვებ–გვერდი (www.mediamonitoring.ge/adex), რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დროულად და შეუფერხებლად მიიღოს ამომწურავი სარეკლამო ინფორმაცია თუ რომელ მედიაში (ტელევიზია, ბეჭდვითი მედია, რადიო, გარე რეკლამა), რა პერიოდში, რომელი კატეგორიები, ბრენდები, მწარმოებლები და რეკლამის განმთავსებლები იყვნენ წარმოდგენილნი და რამდენი დაიხარჯა ამა თუ იმ სარეკლამო კამპანიაზე როგორც ერთ, ისე მთლიანად განსაზღვრული პერიოდის ყველა მედია საშუალებაში. რეკლამის მონიტორინგში ინტეგრირებულია 4 მედია: ტელევიზია, ბეჭდვითი მედია, რადიო და გარე რეკლამა, რომელიც ხორციელდება სტანდარტული მედია პარამეტრების მიხედვით. რეკლამის კლასიფიკაცია ხდება საერთაშორისო, აპრობირებული სტანდარტებით და იყოფა ორ კატეგორიად, კომერციული და სასპონსორო რგოლები, პროდუქტების და სერვისების კლასიფიკაციის საფუძველზე. რეკლამის სექტორი კი იყოფა კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად. ვებ–გვერდის განახლებული მოდელი აგებულია მომხმარებელთა სურვილების და რეკომენდაციების საფუძველზე და მაქსიმალურად პასუხობს მუდმივად განახლებადი ბაზრის მოთხოვნებს. თითოეულ მომხმარებელს სურვილისამებრ გამოეყოფა საკუთარი user და password, რომლის მეშვეობითაც შესაძლებლობა მიეცემათ სრულად მოიხმარონ ვებ-გვერდი ყველა საჭირო პარამეტრით.
რეკლამის მონიტორინგი წარმოდგენილია შემდეგი კლასიფიცირებული მოდულებით:
დროის პერიოდი; პროდუქტის კატეგორია; ქვეკატეგორია; პროდუქტის კლასი; სექტორი; ინდუსტრია; ჯგუფი; ბრენდი; განმთავსებელი; პროდიუსერი; პროდუქტი; გაშვება;
რეკლამის მონიტორინგის ვებ-გვერდს გააჩნია სხვადასხვა ტიპის ანგარიშის აგების შესაძლებლობა, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მიიღოს, როგორც დეტალური მონაცემები თითოეული სარეკლამო განთავსების თაობაზე, ასევე ჯამური მონაცემები მისთვის სასურველი პერიოდისათვის.
ანგარიშის სტრუქტურა, რომელიც კეთდება თვის, კვარტლის და წლის მონაცემებზე დაყრდნობით:
თუ გსურთ იყოთ დროში პირველები, აუწყოთ ფეხი მუდმივად ცვალებადი ბაზრის ტენდენციებს და მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა, ითანამშრომლეთ ჩვენთან!
შეუწყვეთ ხელი საკუთარ წარმატებას!