• 2017-07-10
საზღვარგარეთ მოგზაურობის მხრივ საქართველოს რეგიონში ყველაზე დაბალი
მაჩვენებელი აქვს
 
ქართველი მოსახლეობის თითქმის 70% არ დადის საზღვარგარეთ
პირადი, ოფიციალური ან ტურისტული მიზნებით.
ხოლო მათგან, ვინც დადის, ყველაზე მეტი თურქეთს სტუმრობს.
 
რეგიონსა და რუსეთში ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც თითოეულ ქეყანაში გამოიკითხა 1200 რესპონდენტი. კვლევის შედეგად გამოვლინდა, თუ რომელ ქვეყნებში განახორციელეს ვიზიტი რესპონდენტებმა ბოლო 5 წლის განმავლობაში პირადი, ოფიციალური ან ტურსიტული მიზნებით.
 
გამოკითხულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ნაკლებად სტუმრობდნენ სხვა ქვეყნებს. რესპონდენტთა დიდი ნაწილი - 69% საზღვარგარეთ ბოლო 5 წლის განმავლობაში პირადი, ოფიციალური ან ტურისტული მიზნებით არ ყოფილა.
 
VC1 geo ქართველ ვიზიტორთა უმრავლესობა (13%) თურქეთს სტუმრობდა, სხვა ევროპულ ქვეყნებს კი მხოლოდ 4% (იხილეთ გრაფიკი #1).
 
სომხეთის შედეგებით, გამოკითხულთა 55%-ს არ დაუტოვებია ქვეყანა ბოლო 5 წლის განმავლობაში პირადი, ოფიციალური ან ტურისტული მიზნით, ხოლო იმ რესპონდენტთა უმრავლესობამ, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ვიზიტი რუსეთში (32%) და საქართველოში (16%) განახორციელეს.
 
აზერბაიჯანის შედეგებით, გამოვლინდა არაერთი ქვეყანა, რომელსაც აზერბაიჯანელები პირადი, ოფიციალური თუ ტურისტული მიზნით სტუმრობდნენ. მათ შორისაა: რუსეთი (16%), თურქეთი (15%), საქართველო (12%), არაბულ-ისლამური ქვეყნები (8%) და უკრაინა (4%). აზერბაიჯანელების 56%-ს არ დაუტოვებია ქვეყანა პირადი, ოფიციალური ან ტურსიტული მიზნით ბოლო 5 წლის განმავლობაში.
 
რუსების 9%-მა უკრაინა, 7%-მა თურქეთი, 6%-მა კი ბელარუსი მოინახულა. გამოკითხულთა 57% არ სტუმრობდა არცერთ ქვეყანას.
 
საინტერესოა საქართველოში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეების ვიზიტის საკითხიც. როგორც აღმოჩნდა, ამ ქვეყნებიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში პირადი, ოფიციალური ან ტურისტული მიზნით საქართველოს ყველაზე მეტად სომხები სტუმრობდენ (იხილეთ გრაფიკი #2). VC2 geo