• 2017-07-17
რუსეთი - სამხედრო-პოლიტიკური დახმარების გაცემისთვის რეგიონში ყველაზე მაღალი მზაობის მქონე ქვეყანა
 
გასაკვირი არ არის, რომ გამოკითხულთა აზრით, მათი ქვეყნები
სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას სწორედ იმ ქვეყნებს გაუწევდნენ,
რომელთა მიმართაც კეთილგანწყობილი ურთიერთობა აქვთ,
თუმცა შეინიშნება ტენდენცია, რომ მათ ამგვარი თანადგომის გამოცხადება
ხშირ შემთხვევაში არცერთი ქვეყნისთვის არ სურთ
 
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველომ, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, უკრაინამ და რუსეთმა. თითოეულ ქვეყანაში გამოიკითხა 1200 რესპონდენტი. მათ უპასუხეს კითხვას, თუ რომელ ქვეყნებს შეიძლება გაუწიონ მათმა ქვეყნებმა სამხედრო-პოლიტიკური დახმარება, რაშიც იგულისხმება იარაღით, სამხედრო ძალით, საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური მხარდაჭერით და ა.შ. დახმარება.
 
CMA1 geo
საქართველოში გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ უმეტესობის აზრით, ამგვარი დახმარება  ჩვენმა ქვეყანამ შესაძლოა საჭიროების შემთხვევაში უკრაინას აღმოუჩინოს (35%), მნიშვნელოვანი ნაწილი (27%) კი ფიქრობს, რომ ასეთი ქვეყანა არ არსებობს (იხილეთ გრაფიკი #1).
 
როგორც აღმოჩნდა, სომხეთში მოსახლეობის ნახევარი (52%), უკრაინაში კი მოსახლეობის თითქმის მესამედი (29%) მიიჩნევს, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომლისთვისაც შესაძლოა მათ სამხედრო-პოლიტიკური დახმარება გაიღონ.
 
აზერბაიჯანელების უმეტესობის აზრით, მათი ქვეყანა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში თურქეთს (56%) და საქართველოს (27%) დაეხმარება. გამოკითხულთა მხოლოდ 13% ფიქრობს, რომ აზერბაიჯანი მსგავს დახმარებას არცერთ ქვეყანას არ გაუწევს.
 
განსაკუთრებით საინტერესო შედეგი გვაქვს რუსეთის შემთხვევაში. მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, რუსეთი შესაძლოა ბელარუსსა (48%) და ყაზახეთს (36%) დაეხმაროს სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
გარდა ამ ქვეყნებისა, რუსი მოსახლეობის აზრით, მათმა ქვეყანამ შესაძლოა სამხედრო-პოლიტიკური დახმარება რეგიონში თუ მის გარეთ არსებულ არაერთ ქვეყანას გაუწიოს (იხილეთ გრაფიკი #2).
CMA2 geo