• 2017-08-30
აგვისტოს თვე მნიშვნელოვანია აბიტურიენტთათვის, რადგან სწორედ ამ პერიოდში ირკვევა მათი სამომავლო ცხოვრების მიმართულებები, უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, სადაც მოხვდნენ, სწავლის გასაგრძელებლად.
 
მედიაც, შესაბამისად, აქტიურად აშუქებს სხვადასხვა უნივერსიტეტს და მათ კონტინგენტს. მიმდინარე წელს, აგვისტოში, ქართულ მედიაში, ყველაზე ხშირად გაშუქებული უნივერსიტეტების სია ასე გამოიყურება:
 
Foue1 geo
 
თსუ, როგორც მოსალოდნელი იყო, რჩება ყველა პოპულარულ და ყველაზე ხშირად გაშუქებად უმაღლეს სასწავლებლად, რომელიც, ჯამში, 224 სტატიასა და სიუჟეტში ახსენეს, თვის განმავლობაში.
 
საინტერესოა, სასწავლებლების გაშუქების კონტექსტი. მედია შეფასებების შედარებითი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ყველაზე მეტი პოზიტივი, კვლავაც თსუ-ზე მოდის, მეორე ადგილზე ისევ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია, ხოლო მესამეზე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი. ნეგატიური შეფასება არ გვხვდება, არც ერთი უნივერსიტეტის მისამართით.
 
Foue2 geo