ზონდირების კვლევა

ზონდირების კვლევა (Tracking) იმდენად პოპულარულია, რომ პრაქტიკულად სტანდარტიზებულ კვლევებთან ასოცირდება. თავისი ბუნებით ის მაინც სპეციალური კვლევაა (Ad Hoc) და ცალკეული კლიენტისათვის ცალკე კეთდება.

ზონდირების კვლევის მთავარი ამოცანაა ძირითადი სამარკეტინგო პარამეტრების მონიტორინგი სხვადასხვა სამარკეტინგო ინიციატივების ეფექტურობის შეფასების მიზნით. ამასთან, ასეთი ინიციატივები მარტივად შესაძლებელია კონკურენტული კომპანიის მიერ ხორციელდებოდეს. მაგალითისათვის, საკუთარი სტრატეგიით გათვალისწინებული მედია პარამეტრები შეიძლება "გადაფარული" იყოს წლის განმავლობაში კონკურენტული ბრენდის სარეკლამო ინიციატივებით გარკვეულ დროით (სატელევიზიო და რადიო რეკლამებისათვის) ან ფიზიკურ (გარე რეკლამა, ნაბეჭდი მედიის რეკლამა) სეგმენტებში. იმავე წარმატებით, მარტივად შესაძლებელია კონკურენტულ ბრენდზე "გადართვის" პარამეტრმა რომელიმე სტრატეგიულ სამომხმარებლო სეგმენტში მიაღწიოს საშიშ დონეს. ამ ცვლილებების დროული აღმოჩენა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და მისი მიღწევა მხოლოდ დროში ეტაპებად ჩატარებული სტანდარტიზებული კვლევებით არის შესაძლებელი. ეს მიდგომა კი ცნობილია სამარეკეტინგო სამყაროში, როგორც ზონდირების კვლევები.