• 2017-06-26
მას შემდეგ, რაც ვიზალიბერალიზაცია შეეხო ქართულ საზოგადოებას, მეტად აქტუალური გახდა ავიაცია და შესაბამისად საინტერესოა თუ რას თავაზობს მომხმარებელს ესა თუ ის ავიაკომპანია, საინტერესოა ავიაკომპანიების მედია კომუნიკაცია როგორ იმართება მომხმარებელთან.
 
ვიზალიბერალიზაციის ფონზე, ავიაკომპანიებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროპაში გამგზავრების მსურველთა რაოდენობა საკმაოდ იზრდება, სამომავლოდ კი კომპანიები ტურისტების კიდევ მეტ მატებას პროგნოზირებენ. ტურისტული კომპანია "კაპიტან+"-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროპის მიმართულებით მოთხოვნა საშუალოდ 30-40% არის გაზრდილი, მოთხოვნა კი ყველაზე მეტად კვიპროსის მიმართულებით ფიქსირდება, სადაც ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან ხორციელდება. ზოგადად, "ვიზ-ეარის" შემოსვლამ და "შეღავათიანი ფრენების" ალტერნატივამ, საკმაოდ ეფექტური შედეგი გამოიღო.
 
გრაფიკზე, შეგვიძლია ვნახოთ, ავიაკომპანიების მედია აქტივობის სტატისტიკა 2017 წლის მაისის თვეში.
 
Thbma1 geo
 
მაისის თვეში, საქართველოში ოპერირებადი 34 ავიაკომპანიიდან, 16-ს ჰქონდა მედია გამოვლინება. როგორც ქართული მედია იუწყება, ზაფხულის სეზონიდან კიდევ 6 კომპანიის დამატებაა გეგმაში, ესენია: "Gulf Air", "Air Arabia Jordan", "RedWings", "Nordavia Airlines", "Severstal, Nordstar".
 
ავიაკომპანიები, თავის მხრივ, ზრდიან მომსახურების არეალს და შეთავაზებებს.
 
"აირზენა" ლონდონის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ავიაპარკს განაახლებს.
 
ინოვაცია "თურქეთის ავიახაზებისგან", რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს რეისებზე გავრცელდება. მოითხოვეთ საბორტო ლეპტოპი – "თურქეთის ავიახაზები" ბიზნეს კლასის მგზავრებს ბორტზე გამოსაყენებლად ლეპტოპებს სთავაზობს.
 
საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ ჩრდილოეთ ამერიკა, აფრიკა და აზია სპეციალური ფასებით. აღნიშნულ შესაძლებლობას, გაყიდვების ფესტივალის ფარგლებში, მათ ავიაკომპანია "თურქეთის ავიახაზები" აძლევს.
 
ირანული ავიაკომპანია "TABAN Airlines", რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე 2016 წელს შემოვიდა, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე ფრენის სიხშირეს თეირანი-თბილისი-თეირანის მიმართულებით გაზრდის. "TABAN Airlines" ორი სიხშირის ნაცვლად კვირაში ექვსი სიხშირით იფრენს.