• 2022-09-02

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ლუდის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას.
2022 წლის მეორე კვარტალში აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში განათავსეს 9319 სარეკლამო რგოლი. აქედან ყველაზე მეტი რეკლამა „ცივ-ცივს“ ეკუთვნის -2380 , მეორე ადგილზეა „ბავარია“- 2118 გასვლით. სურათზე ნაჩვენებია 2022 წლის მეორე კვარტალში ლუდის მწარმოებელი კომპანიების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

ქრონომეტრაჟის პარამეტრშიც პირველ პოზიციას „ცივ-ცივი“ იკავებს, რომელსაც მოცემულ პერიოდში 50210 წამის გასვლა ჰქონდა, მეორე ადგილზე „სტაროპრამენია“ –
46033 წამით. სურათზე ნაჩვენებია 2022 წლის მეორე კვარტალში ლუდის მწარმოებელი კომპანიების მიერ ათვისებული ქრონომეტრაჟი.

2022 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიაში ლუდის მწარმოებელმა კომპანიებმა რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 14 666 949 ლარი. აქედან ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა „ცივ-ცივმა“, კომპანიის დანახარჯი მოცემულ პერიოდში შეადგენს - 4 335 102 ლარს.

გრაფიკზე წარმოდგენილია ლუდის მწარმოებელი კომპანიების მიერ სატელევიზიო რეკლამაში გაწეული ხარჯები 2022 წლის მეორე კვარტალში.