უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესების შესახებ ყველაზე ნაკლებად ინფორმირებულები არიან 35 წლამდე ახალგაზრდები.
ამავე დროს, ეს ასაკობრივი ჯგუფი ყველაზე მეტად უჭერს მხარს უკრაინული
მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ბრძანებას კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი მიმდინარე წლის 5 იანვარს მოაწერა. სხვა ეკლესიების მხრიდან ამ ფაქტის აღიარების და მხარდაჭერის საკითხი ბოლო პერიოდში აქტიური განხილვის საგანი გახდა.
ამ საკითხზე „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსმა“ საქართველოს მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 1000-მა რესპონდენტმა მიიღო. მოქალაქეების მოსაზრებას, უნდა დაუჭიროს თუ არა ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფლიას, ამ სტატიაში გაეცნობით.
კვლევის მიხედვით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მიღების საკითხი უმეტესობისთვის ცნობილი აღმოჩნდა (57.5%). ასაკის მიხედვით ამ საკითხის ცნობადობის განხილვა გვიჩვენებს, რომ შედარებით მაღალი ცნობადობა 55+ ასაკის რესპონდენტებს შორისაა (67.1%), ვიდრე უფრო დაბალი ასაკობრივი კატეგორიის რესპონდენტებთან. ასევე, ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს უფრო მეტად აქვთ ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით (60.1%), ვიდრე სოფლად მცხოვრებთ (55.2%).

რესპონდენტებმა ასევე უპასუხეს კითხვას, მათი აზრით, უნდა დაუჭიროს თუ არა ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხარი უკრაინის მართლმადიდებელი
ეკლესიის ავტოკეფალიას. როგორც აღმოჩნდა, 18-34 ასაკობრივ კატეგორიაში ამ საკითხში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერას უფრო მეტი მომხრე
ჰყავს (60.1%), ვიდრე უფრო მაღალი ასაკის მქონე რესპონდენტებში. ასევე, ქალაქში შედარებით მეტი რესპონდენტი პასუხობს დადებითად მხარდაჭერის საკითხს, ვიდრე სოფელში.

საერთო ჯამში, რესპონდენტთა უმეტესობა (58%) მიიჩნევს, რომ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას
მხარი უნდა დაუჭიროს.

სიახლეები

არაალკოჰოლური სასმელები, ტელევიზია, 2021 წლის მეორე კვარტალი

  • 2021-10-08

ტელევიზიით 2021 წლის მეორე კვარტალში სულ განთავსდა (სასპონსორო და კომერციული) 65 184 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟით - 1117515 წმ. განვიხილოთ არაალკოჰოლური სასმელების სექტორში რა პოზიციები უკ...

კომპანიები მედიაში, 2021 წელი

  • 2021-09-23

„აიპიემის“ მედია მონიტორინგის გუნდი, ბიზნეს კომპანიების აქტიურობას 2021 წელს, მედიის, როგორც საუკეთესო ინდიკატორის მეშვეობით აფასებს და გთავაზობთ მიმდინარე წლის გასული პერიოდის ს...