„აი ფი ემი“ აგრძელებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ საფინანსო სფეროს სარეკლამო სტატისტიკას. 2020 წლის მეორე კვარტალში, ტელევიზიაში ფინანსური სექტორის წარმომადგენლებმა
განათავსეს 3972 სარეკლამო რგოლი, რაც ქრომონეტრაჟით შეადგენდა 96 354 წამს. 2020 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო რეკლამის მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, სარეკლამო რგოლების გასვლის რაოდენობით ლიდერობს „ენ-ბი-სი“ - 1456 რგოლით, მეორე ადგილზეა „თიბისი ბანკი“ - 881 სარეკლამო ჭრით. გრაფიკზე წარმოდგენილია ტელევიზიის სარეკლამო მონიტორინგი, საფინანსო სექტორი, 2020 წლის მეორე კვარტალი.

სატელევიზიო სარეკლამო ეთერში ყველაზე მეტი დრო „ენ-ბი-სიმ“ აითვისა, მისი ქრონომეტრაჟია 23236 წმ, ამ პარამეტრში მეორე პოზიცია „თიბისი ბანკს“ უჭირავს - 21477 წამით.
გრაფიკზე წარმოდგენილია საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიერ ათვისებული ქრონომეტრაჟი, 2020 წლის მეორე კვარტალი.

2020 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიით საფინანსო სფეროს წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 6 179 890 ლარი. აქედან ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელა „საქართველოს ბანკმა“, რომლის დანახარჯი მოცემულ პერიოდში შეადგენს - 1 802 953 ლარს. გრაფიკზე წარმოდგენილია ფინანსური სექტორის დანახარჯები 2020 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში.

სიახლეები

ნავთობკომპანიები მედიაში, 2021 წელი

  • 2021-11-29

2021 წელი მიწურულს მიუახლოვდა და როგორც სჩანს, წლის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული და ამაფორიაქებელი მედია თემა, უდავოდ იქნება საწვავის ფასების რეკორდული ზრდა. წლის დასაწყისიდან დღემდე, ანტი რ...

არჩევნები 2021- პოლიტიკური პარტიების სარეკლამო აქტივობა

  • 2021-11-26

„აი ფი ემ კვლევები“ აგრძელებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გაშუქებას და ამჯერად გთავაზობთ 2021 წლის მესამე კვარტალში პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ განხორციელებულ სარეკ...