მეტ-ნაკლებად ცხელი და პასიური ზაფხულის შემდეგ, შემოდგომა საქართველოში ჭეშმარიტად სიცოცხლით სავსე და არანაკლებ „ცხელი“ აღმოჩნდა, თუ გადავხედავთ ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს. მედიაც აქტიურად ეხმიანება აქტუალურ თემებს და გთავაზობთ ე.წ. „ცხელი“ თემების მედია სტატისტიკას.

საარჩევნო თემა, როგორც მოსალოდნელი იყო, 7 თემას შორის, ჯამური მედია გამოვლინების თითქმის ნახევარ წილს მოიცავს. არანაკლებ აქტუალურია პანდემიის
საკითხი, რაზეც მეტყველებს 38%-იანი წილი. მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საქართველოს მასშტაბებს სცდება, ქართული მედია სივრცე ნაკლებ ყურადღებას არ უთმობს და 7 თემას შორის, მესამე ადგილით, ერთ-ერთი მოწინავეა. ყარაბაღის თემას 1%-ით ჩამორჩება დავით გარეჯისა და ე.წ. „კარტოგრაფების საქმე“. ბოლო დღეების ყველაზე მნიშვნელოვან თემად იქცა ბანკის ძარცვა ზუგდიდში. აღნიშნულმა თემამ, სულ რამდენიმე დღეში აიღო ერთ-ერთი ყბადაღებული თემის „ლარის კურსის“ მედია გამოვლინების ოდენობის წილი. ყველაზე პოზიტიური სეზონური თემა, მოცემულ თემებს შორის, „რთველი“, სულ 1%- იანი წილით ხასიათდება, გასული, არასრული, 2 თვის მონაცემების ჭრილში.

 

 

სიახლეები

ლუდის მწარმოებელი კომპანიები, ტვ, 2022

  • 2023-02-07

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ლუდის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში გან...

წვენები, ტელევიზია, 2022 წელი

  • 2023-02-01

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ წვენების კატეგორიის სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს ნატურალური წვენების წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 17 697&n...