„აი ფი ემ“ აგრძელებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ქსელური სუპერმარკეტების სარეკლამო სტატისტიკას. 2021 წელს ტელევიზიაში ქსელურმა მაღაზიებმა სულ განათავსეს 11 823 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟის მოცულობამ შეადგინა 207 755 წამი, ხოლო განხორციელებულმა
ინვესტიციამ - 17 103 372 ლარი.
2021 წელს სატელევიზიო რეკლამის მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, სარეკლამო რგოლების გასვლის რაოდენობით ლიდერობს „კარფური“ – 5592 რგოლით, მეორე ადგილზეა „მაგნიტი“ – 3536 რგოლი. გრაფიკზე წარმოდგენილია 2021 წელს ქსელური სუპერმარკეტების მიერ ტელევიზიაში
განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

ქრონომეტრაჟის პარამეტრშიც ლიდერობს „კარფური“, რომელმაც 107 816 წამის სარეკლამო რგოლი განათავსა, მეორე ადგილზეა „მაგნიტი“ – 56 536 წამი.
გრაფიკზე წარმოდგენილია 2021 წელს სუპერმარკეტების მიერ ათვისებული ქრონომეტრაჟი.

2021 წელს ტელევიზიით სუპერმარკეტების ქსელის წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 17 103 372 ლარი. აქედან ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა „კარფურმა“. კომპანიის დანახარჯი მოცემულ პერიოდში შეადგენს - 9 754 646 ლარს. გრაფიკზე წარმოდგენილია სუპერმარკეტების მიერ სატელევიზიო რეკლამაში გაწეული ხარჯები 2021 წელს.

სიახლეები

ნაყინის მწარმოებელი კომპანიები, რადიო - 2021 წელი

  • 2022-07-05

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ნაყინის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას. 2021 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა რადიო...

სათამაშო ბიზნესი, ტელევიზია - 2021 წელი

  • 2022-06-29

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ სათამაშო ბიზნესის სარეკლამო სტატისტიკას.2021 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ განათავსეს&...