„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ კოსმეტიკის სფეროს სარეკლამო სტატისტიკას. 2021 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 20 559 სარეკლამო რგოლი განათავსეს. აქედან „პსპ-მ“ სარეკლამო გასვლების 56% აითვისა, 27%
კი „ლორეალმა“.
სურათზე ნაჩვენებია 2021 წელს კოსმეტიკის სფეროს წარმომადგენლების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობის პროცენტული გამოსახულება.

რაც შეეხება უშუალოდ ბრენდებს, ყველაზე მეტი სარეკლამო გასვლა (11732) „GARNIER-ს“ აქვს, მეორე პოზიციაზეა „MARTI DERM“ – 2144 რგოლით. უკანასკნელ ადგილს კი „NOREVA“ იკავებს 14 სარეკლამო გასვლით.

2021 წელს ტელევიზიით კოსმეტიკის სექტორის წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 16 759 809 ლარი. აქედან ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა „ლორეალმა“, კომპანიის დანახარჯი მოცემულ პერიოდში შეადგენს - 13 254 386 ლარს. გრაფიკზე წარმოდგენილია კოსმეტიკის სფეროს მიერ სატელევიზიო რეკლამაში გაწეული ხარჯები 2021 წელს.

სიახლეები

ლუდის მწარმოებელი კომპანიები, ტვ, 2022

  • 2023-02-07

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ლუდის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში გან...

წვენები, ტელევიზია, 2022 წელი

  • 2023-02-01

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ წვენების კატეგორიის სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს ნატურალური წვენების წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 17 697&n...